თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ლიბანის, ზარზმის, გაგრის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის ხევის, წყნეთის, ყიფშიძის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, გაბაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.