ცნობილმა მოდელმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა და პირადი ცხოვრების დეტალები უნებურად გაასაჯაროვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთმა ხელმომწერმა შორენას მისწერა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ყოფილ ცოლს დაუბრუნდა და თანაც ქმრიანი საყვარელი გაიჩინა.
შორენა ბეგაშვილს ორი ყოფილი ქმარი ჰყავს. პირველი - ევა ბარბაქაძის მამა. ზურა ბარბაქაძეს ამჟამად მეორე ცოლი ჰყავს, რომელთანაც ვაჟი გაუჩნდა. შორენას და მის ყოფილ მეუღლეს, რომელიც ასევე რუსთავიდან არის, ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. შორენას თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ იქორწინეს კიდეც, თუმცა შემდეგ დაშორდნენ.
შორენა ბეგაშვილი მეორედ საიდუმლოდ გათხოვდა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეზე. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა და საზოგადოებამ ეს შორენას მიერ იუსტიციის სახლიდან გამოქვეყნებული განქორწინების მოწმობით გაიგო. ცნობილია, რომ ნანაძეს შორენასან ურთიერთობის დაწყებისას ჰყავდა ცოლი, რომელსაც შორენას გამო დაშორდა, სავარაუდოდ სწორედ ბიზნესმენს გულისხმობს სოციალური ქსელის მომხმარებელი სკანდალურ ინფორმაციაში, რომელიც შორენა ბეგაშვილმა საჯარო გახადა.