თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. თბილისში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით მოფარიკავეთა შორის საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა (სანდრო და ბექა ბაზაძეებმა, ნიკოლა რუსემ, ვაჟა რეჭიამ) გუნდურ შეჯიბრში მე-10 ადგილი დაიკავა.
პირველ რაუნდში ტურნირის მასპინძლებმა უპრობლემოდ დაამარცხეს საუდის არაბეთის ნაკრები - 45:23, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში რუსეთის ძლიერ ნაკრებთან დამარცხდნენ (40:45).
ამის შემდეგ ქართველი მოფარიკავეები მე-9-დან მე-16-მდე ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ. ჰონგ-კონგის (45:30) და იაპონიის (45:43) დამარცხების შემდეგ, მასპინძლები ფინალურ შეხვედრაში აშშ-ის ნაკრებთან დამარცხდნენ - 30:45.
ხმლით მოფარიკავეთა შორის გუნდურ შეჯიბრში გაიმარჯვა სამხრეთ კორეის ნაკრებმა, რომელმაც ფინალში გერმანია დაამარცხა (45:38). რუსმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.