ისტორიული ოქრო - სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს თასის ეტაპი მოიგო

ბაზაძე გახდა პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავე, რომელმაც მსოფლიოს თასის ეტაპი მოიგო
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე თბილისში ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული გახდა.
ფინალში ბაზაძემ რუსეთის წარმომადგენელი კამილ იბრაგიმოვი ანგარიშით 15:8 დაამარცხა. გადამწყვეტ დუელამდე ბაზაძემ ხუთი მეტოქე დაამარცხა.
ბაზაძის მიღწევას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ისტორიული. მას უკვე ჰქონდა მოპოვებული ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპებზე, მაგრამ არა ოქროს მედალი. უფრო მეტიც, ბაზაძე ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი მოიგო.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ბექა ბაზაძემ (სანდროს ძმამ) მიაღწია მერვედფინალურ ეტაპს, სადაც ამერიკელ ენდრიუ მაცკიევიჩთან დამარცხდა (13:15). სხვა ქართველი მოფარიკავეები ტურნირს ადრეულ სტადიაზე გამოეთიშნენ.
დღეს, 17 იანვარს, მსოფლიო თასის ეტაპზე გუნდური შეჯიბრებები გაიმართება. პირველ მატჩში საქართველოს ვაჟთა ნაკრები საუდის არაბეთის ნაკრებს შეხვდება, ქალთა ნაკრები კი - აზერბაიჯანს.