თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. სამი წლის ბავშვი დაიღუპა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ქართული მედია.
ავარიის შედეგად დაშავებულია ასევე რამდენიმე ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.