ფუტსალი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ტესტ-მატჩიც მოიგო

საქართველოს ფუტსალის ნაკრები 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ევრო 2022-ისთვის მზადებას დაიწყებს.
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო ტესტ-მატჩი ტაჯიკეთის წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით მოიგო.
ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მოწინააღმდეგე დიდი სხვაობით, ანგარიშით 10:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან საუკეთესო იყო ბრაზილიელი წარმოშობის ფეხბურთელი ელისანდრო, რომელმაც ოთხი გოლის გატანა მოახერხა.
ელისანდროს გარდა გოლები გაიტანეს თალესმა, ნიკოლოზ კურტანიძემ (2), ლორენსუმ, ირაკლი თოდუამა და გიორგი ღავთაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ტაჯიკეთთან წელს უკვე მეორედ ითამაშა. პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც 15 იანვარს შედგა, ასათიანის გუნდმა 6:2 იმარჯვა.
როდის ვუქომაგოთ: 2022 წლის სპორტული მოვლენების ანონსი
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 19 იანვარს ნიდერლანდებში გაემზავრება, სადაც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპისთვის მოემზადება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ასათიანის ფეხბურთელები ევრო 2022-ის D ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც აზერბაიჯანს (22 იანვარი), ბოსნია-ჰერცეგოვინასა (26 იანვარი) და ესპანეთს (29 იანვარი) დაუპირისპირდებიან.
სამივე მატჩი ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში გაიმართება.