ყვითელი ამბები

ელის-მარია სააკაშვილი ტელევიზორში საკუთარ თავს უყურებს - სოფო ნიჟარაძე ვიდეოს აქვეყნებს

სოფო ნიჟარაძე შვილის უსაყვარლეს ვიდეოს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს
Sputnik
ცნობილმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი ორი წლის შვილი ელის-მარია სააკაშვილი ტელევიზორში საკუთარ დებიუტს გაოცებული უყურებს.
„მთავარი არხის“ საახალწლო კონცერტზე, სადაც ელის-მარია დედასთან ერთად პირველად გამოჩნდა საჯაროდ საზოგადოებაში, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. პატიმრობაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გოგონა მისი უმცროსი ქალიშვილია და ახადა საიდუმლოს ფარდა, რომელზეც აქამდე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ.