„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო სამგორის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, 17 შინდისელი გმირის და ბეგლევის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.