თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.381 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 3.144 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარის რეგიონი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 557, იმერეთი – 539, შიდა ქართლი – 262, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 230, ქვემო ქართლი – 191, კახეთი – 173, მცხეთა-მთიანეთი – 101, გურია – 100, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.065 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 925.137-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 30 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.425-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 50.595 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.369 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.077 ადამიანი, მათ შორის 1.279 - თბილისში, 557- აჭარაში.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათგან თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 2.
ამ ეტაპისთვის ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის 44.149 პირი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.381-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 990.183-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.