თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ უქმეებზე დედაქალაქში გათოვდება.
შაბათს, 15 იანვარს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 1გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი პლუს 5 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
დღის პირველ ნახევარში უნალექო და ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი თოვლია მოსალოდნელი.
კვირას, 16 იანვარს თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 3 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, მაგრამ დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.