მომღერალმა „ისტაგრამის“ სთორში შვილის, ელის-მარია სააკაშვილის მორიგი სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. გოგონა, საკუთარ თავს ტელევიზორში უყურებს და გაოცებულია. ამ რეაქციაზე კი სოფოს ეცინება.
ცნობილი მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში ფოტოებში შვილის სახეს არ აჩენდა, თუმცა ამჯერად შვილთან ერთად სცენაზე გამოვიდა და საახალწლო ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.
სოფო ნიჟარაძემ შვილი ამერიკაში გააჩინა. ის წელიწადზე მეტი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი.
31 დეკემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ელის მარია სააკაშვილი მისი შვილია. ამ აღიარებამ დიდი მითქმა-მოოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში.