როგორც მათი ფოტოებიდან ირკვევა, ირაკლი და ლიზა ძველ ახალ წელს ერთად შეხვდა. ამჯერად ახალი ფოტოები ირაკლიმ გამოაქვეყნა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე და, ტრადიციულად, არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომენტარებში წყვილს ხელმომწერები ბედნიერებას უსურვებენ.
„ლამაზების აღლუმი. გილოცავთ! იხარეთ, იმრავლეთ, იბედნიერეთ“.
„ირაკლი, ლიზა გილოცავთ ახალ წელს. ბედნიერებით სავსე წელი გქონებოდეთ“.
„ამ მეგრელებს რა ჯიში გვაქვს მაინც ჰაა... გილოცავათ, იმრავლეთ და იბედნიერეთ მრავალ ახალ წელს“, - წერენ ხელმომწერები.
შეყვარებულები თავიანთ მიმდევრებს სოციალურ ქსელში ხშირად ანებივრებენ ერთად ყოფნის ამსახველი ფოტო თუ ვიდეოისტორიებით. ასრულებენ TikTok-ის არაერთ ცნობილ ტრენდს.
ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას რჩეული 19 წლისაა, ის ცნობილი ოჯახიდანაა. ლიზას მამა ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა – ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი. ირაკლისა და ლიზას ერთად გამოჩენის შემდეგ ირაკლის ოფიციალურ გვერდზე რეიტინგებმა რეკორდები მოხსნა. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები დღემდე არ წყდება.