ყვითელი ამბები

„რატომ დამყვები, რას მერჩი“ - ვინ აედევნა გია სურამელაშვილს ღამე ქუჩაში: ვიდეო

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს როგორც უღებენ ქუჩაში მიმავალ მომღერალს, რამაც ის „გაანაწყენა“.
Sputnik
სახალისო ვიდეო თავად მომღერალმა გაასაჯაროვა.
ცნობილი და ბევრისთვის საყვრელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა და დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ყავს.
გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.
იუმორით აღსავსე შემსრულებელი საკუთარ ემოციებს არასდროს მალავს. გულწრფელობით გამოირჩევა და ამიტომ მასთან ურთიეთობა ადვილია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მეგობრებს ეხება. პირად ურთიერთობაში გია საკმაოდ მომთხოვნი და მკაცრია. თავად აღნიშნავს, რომ ხშირად უხეში ხდება.