COVID-19 - ბოლო ცნობები

5,5 ათასზე მეტი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.567-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 984.802-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.567 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 3.479 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარის რეგიონი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 587, იმერეთი – 434, შიდა ქართლი – 254, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 199, ქვემო ქართლი – 159, კახეთი – 130, გურია – 130, სამცხე-ჯავახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.661 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 924.072-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.395-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 46.309 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.379 პაციენტი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 14 იანვარი
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.077 ადამიანი, მათ შორის 1.300 – თბილისში, 539 – აჭარაში.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათგან თბილისში — 65, აჭარაში — 3.
ამ ეტაპისთვის ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის 39.853 პირი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.567-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 984.802-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.