თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს, კარალეთის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუხაძის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაკურიანის, ბალანჩივაძეების, ჩიქოვანის და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 8 მარტის, სარაჯიშვილის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, მესხის, რიწის და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.