საახალწლო განწყობა: სადღესასწაულო იანვარი თბილისში – ფოტო

სადღესასწაულოდ მორთული თბილისი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალაქის მკვიდრებსა და სტუმრებს განწყობას უმაღლებდა. მალე საახალწლო დეკორაციებს მოხსნიან და ქალაქი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.
Sputnik
წელს ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის პარკში გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა, იმართებოდა კონცერტები, მუშაობდა საახალწლო ბაზრობა და ქუჩის კაფეები.
1 / 21

თბილისი რამდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნავდა 2022 წლის დადგომას

2 / 21

დედაენის პარკში საახალწლო ქალაქი მოეწყო

3 / 21

აქ საზეიმო კონცერტები თითქმის ყოველდღე იმართებოდა

4 / 21

ორბელიანის მოედანზე ფუნქციონირებდა ღია კაფეები

5 / 21

პარკში რამდენიმე ნაძვის ხე იდგა

6 / 21

ათონელის ქუჩა საახალწლო განათებებითა და დეკორაციებით იყო მორთული

7 / 21

საახალწლო ქალაქის თავზე სანტა-კლაუსიც მოჩანდა მარხილში შებმული ირმებით

8 / 21

ნაძვის ხე პრეზიდენტის სასახლესთანაც იდგა

9 / 21

თუმცა საღამოობით ყველაზე მეტი ხალხი პარლამენტის შენობასთან იკრიბებოდა, სადაც ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იდგა

10 / 21

ასობით ადამიანი სამახსოვრო ფოტოებს იღებდა

11 / 21

დეკორაციებთან ადამიანებს ეგებებოდნენ სანტას ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც ერთი ფოტოს გადაღებაში 5 ლარს იღებდნენ

12 / 21

მძღოლებისთვისაც, რომლებიც „საცობებში“ იდგნენ, ქალაქი ძალიან ლამაზად და საზეიმოდ გამოიყურებოდა

13 / 21

საახალწლო ბაზრობებზე იყიდებოდა სუვენირები და საჩუქრები

14 / 21

ასევე ტკბილეული და ნაძვის ხის სათამაშოები

15 / 21

დედაენის ბაღში დღისითაც მრავლად იყო ხალხი

16 / 21

საახალწლო სოფელს ესტუმრა სალომე ზურაბიშვილიც

17 / 21

ერთ დღეში მისი დათვალიერება ძალიან რთული იყო, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო რამ ხდებოდა

18 / 21

ახალი წლის დღეებში მთელი ქალაქი გარდაისახა

19 / 21

დედა ენის პარკში უამრავი ილუმინაცია იყო

20 / 21

რუსთაველზე კი ვხვდებოდით მანათობელ დეკორაციებსაც

21 / 21

საახალწლოდ მორთულმა ქალაქმა თითოეულ მნახველს შეუქმნა საზეიმო განწყობა და ათასობით ადამიანი სახლში დადებითი ემოციებით დამუხტული მიდიოდა