მსოფლიო დღეს

აეკრძალა ექიმობა: ქირურგი პაციენტების ღვიძლზე საკუთარ ინიციალებს ტოვებდა

Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ბრიტანელი ექიმი-ტრანსპლანტოლოგი საიმონ ბრემჰოლი ოპერაციების დროს ლაზერის მეშვეობით საკუთარ ინიციალებს ტოვებდა პაციენტების ღვიძლზე, იუწყება Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს 2013 წელს მოხდა, როდესაც 57 წლის ქირურგი დედოფალ ელისაბედის სახელობის საავადმყოფოში მუშაობდა ბირმინგემში.
ექიმი არგონის რეზექტორს (ღვიძლზე ოპერაციის დროს სისხლდენის შესაჩერებელი აპარატი) იყენებდა ორგანოებზე დაახლოებით 4 სმ სიგრძის ხელმოწერის „ამოსატვიფრად“.
ბრემჰოლის საქციელი კოლეგამ შენიშნა, რომელმაც ნანახის შესახებ შესაბამის უწყებებს შეატყობინა.
შედეგად, ექიმს სამსახურის დატოვება მოუხდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ მისი საქმის განხილვის დროს სასამართლომ ის 10 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.
ამას გარდა, 2020 წელს სასამართლომ ის საქმიანობას ჩამოაშორა, თუმცა ხუთი თვის შემდეგ მას სააპელაციო სასამართლოში საქმე მოიგო. ორი დღის წინ კი პრაქტიკოსი ექიმების ტრიბუნალმა (MPTS) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრემჰოლი საბოლოოდ ამოეშალა სამედიცინო რეესტრიდან და სამუდამოდ აუკრძალა მას საექიმო საქმიანობა.
აღინიშნება, რომ ქირურგის ქმედებას არანაირი ზიანი არ მიუყენებია პაციენტების ჯანმრთელობისთვის, თუმცა ტრიბუნალმა მისი საქციელი „პროფესიულ ქედმაღლობად“ შეაფასა, ვინაიდან „კლინიკურ პირობებში უგონო მდგომარეობაში მყოფ მოწყვლად პაციენტებზე ფიზიკური ძალადობა“ ანადგურებს პაციენტების ნდობას სამედიცინო პროფესიისადმი, და ამასთან რეპუტაციას ულახავს პროფესიას.
წყარო: Daily Mail