როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ საუბრისას „მამულიჩამ“ აღნიშნა, ლეკვი ოჯახში მასთან შედარებით დიდი უპირატესობით სარგებლობს და მას ხშირად „ავიწროვებს“.
„იცით ამ ძაღლის დამსახურება რა არის? რაც ეს გვყავს, ლელა ადრე მოდის სახლში. თუმცა ერთი უარყოფითიც აქვს: თუ ვერ მოვასწარი სახლში მოსვლა, ძაღლს სძინავს ჩემს ლოგინში და მე მძინავს ძაღლის ლოგინში“, – ამბობს მამულაშვილი.
უსაყვარლესი „აკირა“ ამერიკული აკიტას ჯიშის ლეკვია და საკმაოდ დიდი იზრდება.