ცნობილმა ტრანსგენდერმა მოდელმა ახლახან „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ გამომწვევი ცეკვის ვიდეო გამოაქვეყნა და ხელმომწერებისგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა.
- „დაინდე ხალხი, ნუ ამოჟლიტავ მამრებს“.
- „რა სუნამო დაისხი? გავსკდი გულზე რა ლამაზი ხარ“.
- „მართლა უთავმოყვარეოდ ლამაზია“, – წერენ ხელმომწერები.
კესარია სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა.
მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სრულფასოვანი ქალია. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ, ხოლო სასქესო ორგანოსი ოთხი წლის წინ გაიკეთა და პასპორტშიც „ქალი“ უწერია.
აღარავინ დავობს, რომ კესარიას უამრავი ქალბატონი ბაძავს და ცდილობს პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს, რათა მას დაემსგავსოს. უმშვენიერესი ქალბატონი, თავის მხრივ, ყველას მოუწოდებს ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებისკენ.