ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა COVID-ვაქცინაცია და მწვანე სერტიფიკატები. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პარლამენტში შეჭრა სცადეს.
პარლამენტის შესასვლელები ბლოკირებული აღმოჩნდა. ხოლო დეპუტატებმა შენობა მათ მისვლამდე დატოვეს.
ანტივაქსერები აგრესიულად იყვნენ განწყობილი და, მათი თქმით, „ისინი დაბრუნდებიან“.