სახალისო ვიდეო ჭინჭარაულმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.
„გიჟდებიან მულტფილმებზე. ეს ბოლოში რომ „პატარაა“, ტომი და ჯერიზე აბოდებს. დედა რამდენს მირტყამენ ხვალ“, – დაწერა ჭინჭარაულმა.
სახალისო ვიდეოს მეგობრებიც ეხმიანებიან.
- „ძალიან კარგი ვიდეოა. იმედია ექიმო ჯანმრთელად იქნებით“.
- „მეგონა ბავშვები იყვნენ მარტო“.
-„ტალახაძეს ერთხელ მართლა შემოაკვდები“.
- „არ ჰქონია ძველ მულტფილმებს ასაკი. აგერ 40 წლის ვარ კინაღამ და კიდე ვუყურებ“, – წერენ ხელმომწერები.
უკვე ექვსი წელია +109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძეს მთელ მსოფლიოში კონკურენტი არ ჰყავს. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ძალოსანმა ყველა დიდი ჩემპიონატი მოიგო – არის ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი.
გასული წელი მოსკოვში კონტინენტურ ჩემპიონატში გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ იყო ოლიმპიური ოქრო ტოკიოში და ბოლოს დამაჯერებელი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე ტაშკენტში.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ტალახაძე საკუთარ თავსაც ეჯიბრება და ახალ-ახალ მსოფლიო რეკორდებს ამყარებს. მაგალითად, უზბეკეთში მან სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 225 კგ ატაცში, 267 კგ აკვრაში და 492 კგ ორჭიდში. საერთო ჯამში, გასულ სეზონზე რვა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 2016 წლიდან კი – 21 რეკორდი.