ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში: მორის ყვითელაშვილი მეოთხე ადგილზეა – ვიდეო

მორის ყვითელაშვილს მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები უსწრებენ.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი ტალინში ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
ყვითელაშვილმა გამოსვლის შედეგად 92,76 ქულა დააგროვა (51,12 ტექნიკური ელემენტებისთვის და 41,64 პროგრამის კომპონენტებისთვის).
ყვითელაშვილს მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები უსწრებენ. მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა ანდრეი მოზალევი (99,76), მეორეზე – მარკ კონდრატიუკი (99,06), მესამეზე კი ევგენი სემენენკო (99,04).
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძალები მოსინჯა 19 წლის ნიკა ეგაძემაც. სამწუხაროდ, ქართველი მოციგურავე მოკლე პროგრამაში მხოლოდ 25-ე ადგილზე გავიდა (63,60 ქულა) და ფინალში ვერ მოხვდა.
თავისუფალ პროგრამას მოციგურავეები 14 იანვარს შეასრულებენ.