ყვითელი ამბები

„სამ დღეში მინუს ორი კილო“ – თათია სულუაშვილი წონის კლების საიდუმლოს ამხელს

Sputnik
იუმორისტებმა თათია სულუაშვილმა და თამარ ლეკვეიშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარ დიაგნოზში“ დიეტის შესახებ ისაუბრეს და საზგადოებას გაუმხილეს, როგორ დაიკლეს წონაში.
როგორც თამარ ლეკვეიშვილმა აღნიშნა, მას და თათიას ერთნაირი კვების რეჟიმი აქვთ და ერთად ცდილობენ წონის კორექციას. მათი რაციონი საკმაოდ მწირია, როგორც ამბობენ, დღესასწაულის პერიოდშიც მხოლოდ წყალს იღებდნენ.

„დღეს მხოლოდ ბრინჯი, მოხარშული ბროკოლი და ცოტა ქათმის ფილე მივირთვი. საოცარი შედეგი მაქვს, სამ დღეში ორი კილო დავიკელი“, – ამბობს თათია.

რაც შეეხება თამუნას კვების რაციონს, როგორც იუმორისტი ამბობს, დღეში ორჯერ ჭამს, ისიც საკმაოდ მცირე ულუფებით და მხოლოდ მოხარშულ საკვებს.
მისი თქმით, რამდენიმე გოგონას ერთობლივი „ჩათი“ აქვთ, სადაც ყოველ დილას უზიარებენ ერთმანეთს მიღებულ შედეგებს და ფოტოებს.
თამუნას თქმით, ეს კიდევ დამატებით სტიმულს აძლევს მათ.