ყვითელი ამბები

„ყველა კრიზისი გავიარე და მაინც დამემართა“: რა შეემთხვა ინგა გრიგოლიას

Sputnik
ინგა გრიგოლიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა „ფეისბუქზე“ დაწერა და მეგობრებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
როგორც ტელეწამყვანი წერს, მანამდე ყველა კრიზისი გაიარა, მაგრამ ინფექციას თავი მაინც ვერ დააღწია.
ტელეწამყვანს მეგობრები ამხნევებენ და ჯანმრთელობას უსურვებენ.
„შენ კი არა, მას დაემართა - გაპანღურება. კარგად იქნება ყველაფერი“.
„მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ძლიერი ხართ და ადვილად დაძლევთ ამ ვირუსს, უფალი თქვენთანაა“.
„აბა, ნერვიულობის გარეშე! მალე დაგვიბრუნდი“.
„ჩათვალე შვებულებაში ხარ. პოზიტივი და იუმორი პირველი წამალია. მალე გამოჯანმრთელდი, მსუბუქად გაგევლოს ყველაფერი ღმერთით“, – წერენ ხელმომწერები.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.486-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 968.313-ს მიაღწია.