თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. თბილისში, მეტეხის 14 ნომერში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფრაგმენტი ჩამოინგრა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა ავლაბარში ცოტა ხნის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი დიდი ხანია ავარიულია და მცხოვრებლების უმეტესობა ქირით არის გაყვანილი.
„ამ დროისათვის 12 ოჯახია გაყვანილი და კიდევ ერთ ოჯახთან მიმდინარეობს მოლაპარაკება დაზიანებული სახლის დატოვების თაობაზე“, – განუცხადეს Sputnik-საქართველოს გამგეობაში.