ვაშინგტონის პირობები მოსკოვისთვის მიუღებელია: საგარეო უწყების კომენტარი

Sputnik
თბილისი, 10 იანვარი − Sputnik. პირობები, რომლებზეც ვაშინგტონს რუსეთი–ნატოს საბჭოს მუშაობის განახლება სურს, მოსკოვისთვის მიუღებელია, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრის წინ.

„მათ რუსეთი–ნატოს საბჭოს საქმიანობის განახლება კი სურთ, მაგრამ მხოლოდ თავისი პირობებით, იმ დღის წესრიგით, რომელიც მათ აწყობთ − უკრაინაში ე.წ. „რუსული აგრესიის“ დეესკალაციაზე აქცენტით, მაგრამ ეს მიუღებელია“, − განაცხადა რიაბკოვმა.

რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ირგვლივ ესკალაციის შესახებ დასავლეთის ბოლო ბრალდებების საპასუხოდ არაერთხელ განაცხადა, რომ არავისზე თავდასხმას არ აპირებს.
გუშინ ჟენევაში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების პირველი შეხვედრა გაიმართა ვახშმის ფორმატში. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ამ „წინასწარი მოლაპარაკებების“ შედეგების შეჯამებისას რიაბკოვმა აღნიშნა, რომ საუბარი იყო რთული, მაგრამ საქმიანი.
დისკუსიების ძირითადი ნაწილი ორშაბათს გაიმართება დახურულ ფორმატში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლობის ტერიტორიაზე ჟენევაში.
წყარო: РИА Новости