თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წლისთვის, მათ შორის საქართველოდან, აბიტურიენტების მიღება გრძელდება: საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების განყოფილების ცნობით, რეგისტრაციის ვადა 2022 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდა.
მონაწილეობის მისაღებად იწვევენ საქართველოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეებს (დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონეთ, საქართველოში ბინადრობის მოწმობის მქონეთა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 01.09.2021 წლის მდგომარეობით არარეგისტრირებულთ).
მსურველებმა უნდა შეავსონ ანკეტა და განაცხადი ვებ-გვერდზე: https://education-in-russia.com და განაცხადს დაურთონ სკანირებული დოკუმენტები ვებ-გვერდზე მითითებული დოკუმენტების ჩამონათვალის შესაბამისად.
ქართულ ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტებს (პასპორტი, სერტიფიკატი, ქულების ფურცელი) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი რუსულ ენაზე. კანდიდატები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ საგანმანათლებლო დოკუმენტაციას და შეფასების ფურცელს, კონკურსში 0 ქულას მიიღებენ. პორტალზე https://education-in-russia.com რეგისტრაცია გრძელდება 2022 წლის 28 იანვრამდე.
ქართულენოვანი აბიტურიენტების საყურადღებოდ!
თუ არ იცით რუსული ენა, მაგრამ გსურთ მიიღოთ უმაღლესი განათლება რუსეთში, მაშინ შეგიძლიათ გახდეთ მოსამზადებელი განყოფილების სტუდენტი. ამისათვის ვებ-გვერდზე https://education-in-russia.com აპლიკაციის შევსებისას უნდა მიუთითოთ, რომ მზად ხართ გაიაროთ წინასწარი ტრენინგი თქვენს მიერ არჩეული უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მოსამზადებელ განყოფილებაზე.
თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოში რუსეთის ინტერესების განყოფილებას ელფოსტის მისამართზე: interests.section@mid.ru.