ისლამაბადის სამხრეთით ძლიერი თოვის გამო გზაზე „საცობი“ წარმოიქმნა. ექვსი ადამიანი ავტომობილში გაიყინა, დანარჩენები, სავარაუდოდ, გამონაბოლქვი აირით მოიწამლნენ.
სამაშველო სამსახურები არ წყვეტენ გზის წმენდას: ქალაქ მიურიში ბოლო რამდენიმე დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 100 ათასი ავტომობილი შევიდა.