ამჯერად ნუკიმ სოციალური ქსელის საშუალებით მეუღლეს ბენჯი ჩაიმს დაბადების დღე მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული სახალისო ფოტოებიც გამოაქვეყნა.
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი ცხოვრების სიყვარულო. შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი მიყვარს. იყავი ბედნიერი, ჯანმრთელი და გთხოვ, ყოველთვის იყავი მხოლოდ ჩემი. ძალიან გამიმართლა, რომ შენი ცოლი ვარ. საუკეთესო ქმარი, საუკეთესო მამა და ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ“, – წერს ნუკი.
ნუკის არც ხელმომწერები ჩამოუვარდნენ და ბენჯის სასიამოვნო სურვილები უსურვეს.
- „ფოტოები ვნახე, ტექსტიც წავიკითხე, ხო, და აი ეს არის ორი ერთმანეთის ადამიანი. გისურვებთ, რომ სულ ასეთი ბედნიერები იყოთ“.
- „გილიცავთ. მართლაც ძალიან მაგარი მეუღლე გყავთ და ეტყობა როგორც უყვარხართ. ბედნიერებას გისურვებთ“.
- „ერთად უნდა იყოთ მუდამ. გგულშემატკივრობთ“, – წერენ ხელმომწერები.
ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე ბენჯამენ ჩაიმი ექიმია. წყვილმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნო და მალევე დაოჯახდნენ. ამის შემდეგ ნუკი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ჰყავთ სამი წლის შვილი ოლივერი, რომელთან ერთადაც ნუკი პანდემიის დასაწყისში საქართველოში ჩამოვიდა, სადაც საბოლოოდ ერთ წელზე მეტი გაატარა მეუღლის გარეშე.