„ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ეყოლება

Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებებს კენჭი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე უყარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდება. „ნაცმოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება.
თავად ნიკა მელია თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს.
წყარო: ტელეკომპანია „იმედი"