გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები ამოქმედდა

მოძრაობა შეზღუდულია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.
კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი