საქართველოში ამ ცნობილ და სკანდალურ დედა-შვილს ყველა იცნობს. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმა კი შორენა ბეგაშვილის ცხოვრების თითოეული დეტალი კარგად იცის სოციალური ქსელისა თუ ტელეეკრანების მეშვეობით. მსახიობის პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანია. ასევე უდიდეს ყურადღებას იპყრობს მისი ქალიშვილი.
ბოლო პერიოდში ევა, შორენას მსგავსად, აქტიურად ჩაება სამოდელო სფეროში. ის არაერთი წარმატებული ბრენდის სახეა და, როგორც შორენა ამბობს, უკვე მასზე მეტი შემოთავაზებები აქვს კომპანიებისგან.
ევა რამდენიმე დღის წინ ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ვიდეო თავად ევამ გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ და ხელმომწერების კომპლიმენტებიც დაიმსახურა.
როგორც ჩანს, შვილის სილამაზით და წარმატებით შორენაც აღფრთოვანებულია. „ჩემი პატარა“, – წერს ვიდეოს კომენტარებში სექს-სიმბოლო.
ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილის პირველი სიყვარულის ნაყოფია. მსახიობი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გათხოვდა და ამას ძალიან ნანობს. ამიტომ ევას სულ სხვაგვარად ზრდის და გოგონასაც დედისგან განსხვავებული ინტერესები ამოძრავებს.
გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული შორენას ერთადერთი ქალიშვილი ფოტოსესიებს დამოუკიდებლად ესწრებოდა და რამდენიმე მსხვილი კომპანიისა და კლინიკის სახე გახდა. მათ შორის იყო კლინიკა, რომელმაც ევას სიცოცხლე დაუბრუნა.
ფაქტია, ევა დღითი დღე მეტად მშვენიერი და შეუდარებელი ხდება. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ეშხითა და მომხიბლავი გარეგნობით სექსუალური დედაც კი დაჩრდილა.