ყვითელი ამბები

„ჩამოართვით მართვის მოწმობა, თავზე უნდა დაახიო „პრავა“: პაიჭაძე შვილს საჭესთან კვებავს

ცნობილმა ქართველმა მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, რომლის გამოც ხელმომწერებმა მკაცრად გააკრიტიკეს.
Sputnik
ფოტოზე ჩანს მანქანის მართვის დროს როგორ კვებავს მოდელი ახალშობილ შვილს.
„დედებო, ძლიერებო, ქალებო, სიყვარულებო, რა რისკებზე წასულხართ პატარას სიმშვიდისთვის?“ – წერს ალექსანდრა.
ამის გამო ხელმომწერები ახალშობილის დედისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვენ.
- „საჭესთან ბავშვის კვება მართლაც რომ რისკია მისი სიცოცხლისთვის“.
- „ჯობია, ხელოვნურად კვებოს, ბევრად უსაფრთხო იქნება ბავშვისთვის“.
- „ამ საქციელისთვის ,,პრავა” უნდა დაახიო თავზე“.
- „ჩამოართვით მართვის მოწმობა“.
- „და უსაფრთხოება? მეც მყავს 6 თვის გოგონა. თბილისში ისე მოძრაობენ, ესე ნამდვილად ვერ გავრისკავ“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ამ კრიტიკის გამო მოდელმა ხელმომწერების დასამშვიდებლად მოგვიანებით დაამატა, რომ მანქანა არ მოძრაობს, ადგილზე დგას.
ალექსანდრა პაიჭაძეს და ბიზნესმენ დავით კოდუას ქალიშვილი 4 ნოემბერს ეყოლათ. ალექსანდრამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა. წყვილმა შვილს ვიქტორია დაარქვა.