ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო გამარჯვებით დაიწყო - ვიდეო

ლევან გორგაძეს იანვრის ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია ქართველი სუმოისტი ჯურიო ლიგაში დაქვეითდეს.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2022 წლის პირველი ბაშო დაიწყო, რომელიც 34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ - იგივე ტოჩინოშინმა - გამარჯვებით დაიწყო.
ტოჩინოშინი, რომელიც დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ჰაცუ ბაშოს პირველ საჭიდაო დღეს მე-16 მაეგაშირა ცურიგიშოს დაუპირისპირდა და ორთაბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძემ გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა. იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი მაკუუჩი დივიზიონიდან გავარდნას ვეღარ გადაურჩება.
ქართველი სუმოისტი ჰაცუ ბაშოზე მორიგ ორთაბრძოლას მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტოსთან გამართავს, რომელმაც პირველი შეხვედრა ვაკამოტოჰარუსთან დათმო.