ოთხდღიანი პაუზის შემდეგ აკტაუდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისები განხორციელდა . ავიაკომპანია SCAT-ის ჩარტერი 40 წუთის დაგვიანებით დაჯდა. ბორტზე იმყოფებოდა 12 ადამიანი, მათ შორის ხუთი - საქართველოს მოქალაქე.
კომპანიის ორი სხვა თვითმფრინავი აკტაუდან და ატირაუდან ქუთაისში ჩაფრინდა. ჩამოსული 87 მგზავრიდან 60 საქართველოს მოქალაქეა.