თბილისის ოთხი რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

საბურთალოს რაიონში წყალმომარაგების მილი ავარიულად დაზიანდა. შესაბამისი ჯგუფები პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მუშაობენ.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. თბილისელების ნაწილი კვლავ უწყლოდ დარჩა.
თბილისის ოთხი რაიონის მცხოვრებლებს 9 იანვარს 17:00 საათიდან 10 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power.
კომპანიის ცნობით, დღეს საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის ქუჩა N6ა-თან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესს ართულებს მილის დაზიანებულ მონაკვეთზე სამშენებლო ნორმების დარღვევით დაშენებული შენობა-ნაგებობები, რის გამოც გათხრითი სამუშაოები ხელით სრულდება.
წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც წყალმომარაგება მთაწმინდის, საბურთალოს, ვაკისა და კრწანისის რაიონის მცხოვრებლებს შეეზღუდებათ, კერძოდ:
მთაწმინდის რაიონში: კაკაბაძეების, ქიაჩელის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ვ. ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას I-II შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძის, პეტრიაშვილის, ლარსის, თარხნიშვილის, რჩეულიშვილის, გრიბოედოვის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ჭონქაძის, ლეონიძის, ლერმონტოვის, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანის დასახლებას; მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და ჩხეიძის ქუჩას.
ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ყიფშიძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, დოლიძის, იოსელიანის, იყალთოს მთის, კოსტავას, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის და მიმდებარე ქუჩებს; საირმის გორას, ზემო ვეძისს. ბერბუკის, ფარსადანის, როსტევანის, დიღმის წყლის, 13 ასურელის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს; „ახალი თბილისს“ და ოლიმპიურ ქალაქს.
კრწანისის რაიონში: პუშკინის, ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის, ორთაჭალის, აბო თბილელის და მიმდებარე ქუჩებს.
წყარო - წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power.