თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. ბათუმში მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმის წარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყო, ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გუშინ, სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ბათუმში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნია და ამის გამო თავის ტკივილი აწუხებთ. ერთ-ერთი ვერსიით, ზღვაში გემიდან სითხე ჩაიღვარა და ქალაქშისუნის გავრცელება, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია.
„აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორების მიერ ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტზე შესწავლა დაწყებულია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა.