თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.842-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 959.874-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 912.443 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 777), გარდაიცვალა – 14.187 (ბოლო 24 საათში – 31). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4.418 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.493 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 34.000 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21.147, PCR–ტესტით – 12.853.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,3%, ბოლო 14 დღის – 7,45%, ბოლო 7 დღის – 9,17%.
სულ ჩატარებულია 2.551.413 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.001 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.