COVID-19 - ბოლო ცნობები

31 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.842-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 959.874-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.842 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 2.089 შემთხვევა —დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარის რეგიონი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა — 474, იმერეთი — 437, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 179, შიდა ქართლი — 157, კახეთი — 146, გურია — 141, ქვემო ქართლი — 108, მცხეთა-მთიანეთი — 52, სამცხე-ჯავახეთი — 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 11.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 9 იანვარი
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912.443-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 31 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.187-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 33.218 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.418 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.493 ადამიანი, მათ შორის 1.041 - თბილისში, 345 - აჭარაში.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათგან თბილისში — 43 , აჭარაში — 8.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28.226 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.842-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 959.874-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.