სოფელ მუხრანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, 38 წლის მამაკაცის ცხედარი ტყეში ერთ-ერთ ხეზე მიბმული ადგილობრივებმა დილის საათებში იპოვეს, რის შემდეგაც მათ შესაბამის უწყებებს მიმართეს.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს ხელებზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, თუმცა ადგილზე სისხლის კვალი არ იყო. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი გარდაბნის მკვიდრი არ არის, რადგან იგი მანამდე არავის უნახავს.
ამ დროისთვის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.