ხუთი წრე ბათუმის თავზე: როგორ ცდილობდა Turkish Airlines-ის თვითმფრინავი დაჯდომას - ვიდეო

კომპანიის Turkish Airlines სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც სტამბულიდან ახორციელებდა რეისს, ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა
Sputnik
თვითმფრინავი, რომელიც სტამბულიდან გამოფრინდა, დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში დაფრინავდა ბათუმის თავზე. ავიალაინერმა ხუთჯერ სცადა ბათუმის აეროპორტში დაჯდომა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ვერ შეძლო.
წარუმატებელი მცდელობების შემდეგ თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დატოვა და იძულებული გახდა ტრაბზონის აეროპორტში დამჯდარიყო. ავიაკომპანიას Turkish Arlines ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.