ტოჩინოშინი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს

ტოჩინოშინმა გასულ წელს იმპერატორის თასის ექვს ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ყველა უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იმპერატორის თასზე – ჰაცუ ბაშოს პირველ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
იმისთვის, რომ პროფესიული სუმოს ელიტურ დივიზიონში (მაკუუტი) ადგილი შეინარჩუნოს, ტოჩინოშიმა ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს.
გორგაძემ გასულ წელს იმპერატორის თასზე ექვს ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ყველა უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რაც 34 წლის სუმოისტის კარიერაში პირველი შემთხვევაა.
სასწაული არ მომხდარა - ტოჩინოშინმა ტოკიოს ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა>>
ამჟამად ტოჩინოშინი დასავლეთის მე–15 მაეგაშირას რანგშია და მხოლოდ ხუთ სუმოისტს უსწრებს მაკუუტში.
ჰაცუ ბაში ტოკიოში 9 იანვარს დაიწყება და 23 იანვრამდე გაგრძელდება.