თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე სატრასპორტო მოძრაობაზე შეზღუდვები მოხსნილია.
კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4 იანვრიდან იყო შეზღუდული.