მსოფლიო დღეს

ესპანეთში შინაური ცხოველების უფლებები ბავშვის უფლებებთან გაათანაბრეს

Sputnik
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ესპანეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შინაური ცხოველები არა ადამიანის ქონებად, არამედ ცოცხალ და გონიერ არსებებად არიან აღიარებული, იუწყება CNN.
ახალი კანონით, განქორწინების პროცესის დროს მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს შინაური ცხოველის ინტერესები და დაადგინოს, რომელ მეპატრონესთან იგრძნობს თავს უკეთესად ის.

„ცხოველი — ეს ოჯახის ნაწილია და როდესაც ოჯახი განქორწინებას გადაწყვეტს, ცხოველის ბედს ისეთივე სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, როგორიც ოჯახის სხვა წევრების ბედს“, — განაცხადა უფლებადამცველმა ლოლა გარსიამ.

მისი თქმით, ეს პრაქტიკა შეამცირებს მიტოვებული ცხოველების რაოდენობას და ამასთან შემცირდება ისეთების რაოდენობაც, რომლებსაც პატრონები ცუდად ეპყრობიან.
უფლებადამცველის განმარტებით, პარტნიორს, რომელიც შეძლებს დაამტკიცოს ფინანსური უპირატესობა, ან რომელსაც ბავშვებზე მეურვეობა მიენიჭება, უფრო მეტი შანსი აქვს, ასევე მიიღოს მეურვეობა ნებისმიერ შინაურ ცხოველზე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა უკვე გამოიყენება ევროპის სხვა ქვეყნებშიც ­ საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიაში, იტალიაში და ა.შ.
წყარო: CNN