COVID-19 - ბოლო ცნობები

28 გარდაცვლილი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.622-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 956.032-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.622 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 1.597 შემთხვევა —დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარის რეგიონი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა — 343,
იმერეთი — 179,
შიდა ქართლი — 111,
კახეთი — 101,
ქვემო ქართლი — 84,
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 78,
გურია — 48,
მცხეთა-მთიანეთი — 48,
სამცხე-ჯავახეთი — 30,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 911.666-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.156-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 30.184 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.368 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.228 ადამიანი, მათ შორის 846 — თბილისში, 281 — აჭარაში.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათგან თბილისში — 43 , აჭარაში — 8.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28.458 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.622-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 956.032-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.