ძველით ახალ წელს თბილისში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტი კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 14 იანვარს სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
საღამოზე რობერტ შუმანისა და ფერენც ლისტის ნაწარმოებები გაჟღერდება.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი მსმენელის წინაშე მარინა ხუხუნაშვილის დირიჟორობით წარდგება.
საღამოზე შესრულდება ლისტის „სიკვდილის ცეკვა“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და შუმანის სიმფონია №4. სოლისტი - თამთა მაღრაძე (ფორტეპიანო).
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ. ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტზე დასწრებას „მწვანე სტატუსის“ მქონე პირები შეძლებენ.