ცოტა ხნის წინ ქეთამ მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წყვილი არაჩვეულებრივ დროს ატარებს. შემდეგ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო განათავსა, სადაც ჩანს როგორ ერთობიან მისი პატარები.
ქეთა და ლევი ხშირად მოგზაურობენ ერთად, დუბაი კი მათი საყვარელი დასასვენებელი ადგილია.
წყვილი 2020 წლის ნოემბერში დაქორწინდა, მალევე, იანვარში ვაჟი ადამი შეეძინათ. ქეთამ ლევ დენგოვთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ორი წლის წინ გაამჟღავნა.
ქეთა თოფურია ჯგუფ A'Studio-ს სოლისტია. მომღერალს ასევე აქვს ტანსაცმლის საკუთარი ხაზი - Keti One.