ყვითელი ამბები

„მიკბინა, ტელეფონი გადამიგდო და ხელი მკრა“: რა შეემთხვა კოშკელიშვილს გუდაურში

მოდელი და ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად გუდაურში ისვენებს.
Sputnik
როგორც ჩანს, პატარა ოლივერი ნუკის დასვენების და ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევს, რამაც დედიკო „გაანაწყენა“.
„როგორ არ მიყვარს სხვების ასეთი ფოტოები და მე თვითონ გადავიღე, მეტიც, დავდე. წამოვედი გუდაურში, რათა ვინმეს ჩემთვის ლამაზი ფოტოები გადაეღო. ხალხნო, ბრჭყვიალა პიჯაკიც ავათრიე გონდოლით, რომ ბუბუს გადაეღო ფოტოები... რად გინდა. შემრჩა ეს „ბავშვმოჭრილი" კვატი სახით ფოტო. ბავშვი და გუდაური ერთმანეთთან შეუსაბამო ამბავი ყოფილა. მიკბინა, ტელეფონი გადამიგდო, და ხელი მკრა გაუკვალავ თოვლში, ჰოდა, 116 006-ზე რომ დავრეკო მიშველიან?“ – წერს კოშკელიშვილი.
ნუკი კოშკელიშვილს სამი წლის შვილი ჰყავს, რომელთან ერთადაც პანდემიის დასაწყისში საქართველოში ჩამოვიდა, სადაც საბოლოოდ თითქმის ერთი წელი გაატარა მეუღლის გარეშე.
მსახიობსა და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილს ვაჟი 2018 წელს ნიუ-იორკში ეყოლა. ამჟამად ოლივერი დედასთან ერთად საქართველოში იმყოფება, პატარას ექიმი მამა ბენჯამენი კი აშშ-შია.