ყვითელი ამბები

„კაცი არასდროს უნდა დატოვო მარტო“: ნანი ბრეგვაძე პირადი ცხოვრების დეტალებს ასაჯაროებს

ცნობილმა მომღერალმა, საქართველოს სახალხო არტისტმა ნანი ბრეგვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზთან“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
Sputnik
ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა საზოგადოებას გაანდო, თუ რატომ დაშორდა თავის დროზე მეუღლეს მერაბ მამალაძეს.
„ჩვენი ოჯახი ეჭვიანობას არ დაუნგრევია, ჩვენ სიშორემ დაგვაშორა. კაცი არასდროს უნდა დატოვო მარტო. იყო პერიოდი, როდესაც მე გადავწყვიტე სიმღერისთვის თავი დამენებებინა, თუმცა მერაბმა წინააღმდეგობა გამიწია. ხშირად გვქონდა კამათი და უთანხმოება... ბოლოს იგი თავად წავიდა ჩემგან“, – ამბობს ნანი ბრეგვაძე.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, მეუღლე მისი ცხოვრების სრულად გაკონტროლებას ცდილობდა.
„თითქოს ოჯახი მქონდა, მაგრამ ამას არ ერქვა ოჯახი. სულ კონტროლის ქვეშ ვიყავი. მას უნდოდა, რომ მთლიანად მისი ვყოფილიყავი“, – იხსენებს ბრეგვაძე.
ნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო. დედა – ოლგა მიქელაძე ცნობილი დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი.
1961 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს. 1959–1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს“ სოლისტი, ამის შემდეგ 15 წელი მღეროდა ანსამბლ „ორერაში“, 1980 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში „ორერა სრული სვლით“, „სამკაული სატრფოსთვის“. მისი შესრულებით სიმღერები გაჟღერებულია ფილმებში „დათა თუთაშხია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „შეხვედრა მთაში“ და ა.შ. 1974 წელს ნანი ბრეგვაძეს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. 2001 წელს ფილარმონიის წინ საზეიმოდ გაიხსნა მომღერლის სახელობის ვარსკვლავი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.