ვარკეთილში ძარცვის ფაქტზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა

დაკავებული 17 წლის არასრულწლოვანი ერთხელ უკვე ნასამართლევია.
Sputnik
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. თბილისში, ვარკეთილში მომხდარი მაღაზიის ძარცვის ფაქტზე სამართალდამცველებმა 17 წლის ბიჭი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებული არასრულწლოვანი წარსულში ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს თბილისში, ვარკეთილში მდებარე „ბესტ მარკეტში” შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური